საბაჟო საწყობი

F.S. Mackenzie-ის საბაჟო საწყობი თბილისში.

ჩვენი კომპანია უკვე რამოდენიმე წლის განმავლობაში მართავს საბაჟო საწყობს თბილისში, ლილოს ტერიტორიაზე, რაც საშუალებას გვაძლევს შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს შემდეგი მომსახურება:

ტვირთის შენახვა, რომელიც ჩამოსულია საავტომობილო, საზღვაო ან საავიაციო ტრანსპორტით;

სატრანზიტო ტვირთების კონსოლიდაცია სასომხეთსა და აზერბაიჯანზე;

დამატებითი სერვისი (გადაფუთვა, სტიკერების დაკვრა და ა.შ.)

ეს საბაჟო საწყობი იქნება სასარგებლო იმ კლიენტებისათვის, რომლებიც ახორციელებენ მცირე ნაკრები ტვირთების ჩამოტანას სხვა ქვეყნებიდან საქართველოში და სხვა კავკასიის ქვეყნებში ფოთი/ბათუმი პორტების მეშვეობით, ტვირთების გადაზიდვებს ევროპიდან, და ასევე საავიაციო ტრანსპორტით.

რა არის საბაჟო საწყობი?

საზღვაო ტრანსპორტი

საბაჟო საწყობი - ეს არის ფართი, სადაც შესაძლებელია უცხოური საქონლის შენახვა საბაჟო კონტროლის ქვეშ დადგენილი ვადის პერიოდში საბაჟო გადასახადების და დაბეგვრის გარეშე. ამასთანავე, საბაჟო საწყობიდან გატანისას საქონელი უნდა განბაჟებულ იქნას.

რიგ შემთხვევებში იმპორტიორს შეუძლია გამოიყენოს საწყობის ეს სახეობა თავისი საქონლის შესანახად ჩამოტანის მომენტზე სანებართო დოკუმენტების, ფულადი სახსრების არარსებობის გამო, რომლებიც საჭიროა საბაჟო გადასახადების გადახდისთვის, ან თუ საჭიროა დამატებითი დრო მყიდველებთან საკითხების გადაჭრისათვის. ცალკეულ შემთხვევებში საბაჟო საწყობის საბაჟო პროცედურა გამოიყენება აგრეთვე საქონლის საქართველოდან ექსპორტიორების მიერ, ასევე სატრანზიტო ტვირთებისათვის. კომპანია F.S. Mackenzie ახორციელებს ნაკრები ტვირთების ყოველკვირეულ ჩამოტანას საქართველოდან ერევანში და საქართველოდან ბაქოში, და მთლიანი საქონელი, რომელიც ელოდება ნაკრები ავტომობილის ფორმირებას, იმყოფება საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე საბაჟო ტრანზიტის რეჟომში.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერი საქონელი შესაძლოა განთავსებულ იქნას საწყობის საბაჟო პროცედურის ქვეშ, გარდა იმ საქონლისა, რომლის შეტანა და გამოტანა საქართველოში/დან აკრძალულია (თავი XVII, საბაჟო კოდექსი).

ჩვენი საბაჟო საწყობის უპირტესობანი.

ჩვენი კომპანია უკვე დიდი ხნის მანძილზე იყენებს საბაჟო საწყობს თბილისში ჩვენი კლიენტების საქონლის დასამუშავებლად, და ჩვენ გაგვაჩნია შემდეგი უპირატესობები:

საქონლის სრული უსაფრთხოება. ჩვენი საბაჟო საწყობი აღჭურვილია ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებით, და ასევე სიგნალიზაციით, რაც საშუალებას გვაძლევს ვუზრუნველყოთ ტვირთის სრული უსაფრთხოება, და ასევე წარვუდგინოთ კლიენტებს ტვირთის დამუშავების პროცესის ვიდეო ჩანაწერი.

საწყობის მოხერხებული განლაგება. ჩვენი საწყობი განთავსებულია geze საბაჟო ტერმინალის სიახლოვეში, რაც აძლევს საშუალებას კლიენტებს (ან ჩვენ საბაჟო ბროკერს) უფრო ოპერატიულად და ადვილად გადახორციელონ ტვირთის განბაჟება, რომელიც განთავსებულია ჩვენს საწყობში.

ტვირთების უფასო შენახვა. ყველა კლიენტებს, რომლებიც კვეთავენ ჩვენთან საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებას საწყობის მომსახურებასთან ერთად, ჩვენ ვთავაზობთ უფასო განთავსებას ჩვენს საწყობში 7 დღის მანძილზე. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ საწყობში უფასო შენახვის უფრო ხანგრძლივი ვადები.

დაგვირეკეთ, და ჩვენ დაწვრილებით მოგიყვებით, თუ როგორ მუშაობს ჩვენი საბაჟო საწყობი თბილისში.

დაგვიკავშირდით და ჩვენ დეტალურად აგიხსნით ჩვენი შესაძლებლობების შესახებ:

Valentina Ivanova, F.S. Mackenzie - Georgia

sales@lcl-georgia.com

+995 599 089 911