სატრანსპორტო კომპანია

კომპანია F.S. Mackenzie წარმოგიდგენთ ყველა სახის სატრანსპორტო მომსახურებას: საერთაშორისო გადაზიდვებს საზღვაო, საავიაციო, საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტით, გადაზიდვებს კავკასიის ქვეყნებში, ასევე ყველა სახის დამატებით მომსახურებას, როგორიცაა განბაჟება და სასაწყობო მომსახურება. ჩვენ ვახორციელებთ გადაზიდვებს 60 წელიწადზე მეტხანს და გაგვაჩნია 4 საკუთარი ოფისი დიდ ბრიტანეთში, ასევე ოფისები გერმანიაში, ესპანეთში, საქართველოში, რუსეთში და უკრაინაში უკვე 12 წელზე მეტხანს.


გადამზიდავი კომპანია F.S. Mackenzie

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია F.S. Mackenzie გთავაზობთ საქართველოში საქონლის ჩამოტანის მომსახურების ყველა სახეობას:

საზღვაო გადაზიდვა აზიიდან (ჩინეთი, იაპონია, კორეა), ამერიკიდან (აშშ, კანადა, მექსიკა) და ევროპიდან (იტალია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია) ფოთისა და ბათუმის პორტების მეშვეობით, საკუთარი ყოველკვირეული LCL ნაკრები ტვირთების გადაზიდვის სერვისის ჩათვლით (შანხაი, ნინგბო, ჰონკონგი, სინგაპური, ჩინდაო);

ტვირთების საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან თბილისში;

სატრანსპორტო მომსახურება

საქონლის საავტომობილო ჩამოტანა ევროკავშირის ქვეყნებიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან საავტომობილო ტრანსპორტით 20 ტონამდე (FTL), ასევე ნაკრები ტვირთების ყოველკვირეული ჩამოტანა ევროკავშირში კონსოლიდაციის საწყობების მეშვეობით;

ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვები, ჩინეთიდან საჩქარო მატარებლებით ჩამოტანის ჩათვლით.

გარდა გადაზიდვებთან დაკავშირებული მომსახურებისა, ჩვენ ასევე გთავაზობთ ყველა სახის დამატებით მომსახურებას, ისეთს როგორიცაა საბაჟო გაფორმება ფოთში, ბათუმსა და თბილისში, ასევე საბაჟო საწყობის მომსახურებას (ტერმინალი ლილო-1).

რაში მდგომარეობს ჩვენი გადამზიდი კომპანიის უპირატესობანი:

გადამზიდ კომპანია F.S. Mackenzie -ს გააჩნია შემდეგი უპირატესობანი სხვა გადამზიდ სატრანსპორტო კომპანიებთან შედარებით:

20 წელზე მეტი გამოცდილება ტვირთების გადაზიდვის სფეროში ევროპისა, რუსეთის და უკრაინის ბაზარზე;

14 საკუთარი წარმომადგენლობა მსოფლიოს 5 ქვეყანაში, ასევე საიმედო აგენტების ქსელი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში;

კომპანიების ჯგუფის მაღალი ფინანსური საიმედობა, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი;

ექსპედიტორის პასუხისმგებლობის დაზღვევა ბრიტანულ სადაზღვევო კომპანიაში, გადაზიდვის დროზე თქვენი საქონლის დამატებითი საიმედო დაზღვევის შეთავაზების შესაძლებლობა.

F.S. Mackenzie -თან მუშაობისას, თქვენ თანამშრომლობთ საიმედო გადამზიდავ სატრანსპორტო კომპანიასთან!

დაგვირეკეთ და ჩვენ დეტალურად აგიხსნით ჩვენი შესაძლებლობების შესახებ:

Valentina Ivanova, F.S. Mackenzie - Georgia

sales@lcl-georgia.com

+995 599 089 911