ექსპედიტორი

ვინ არიან ექსპედიტორები და რა მოვალეობები გააჩნია მათ?

რა ხერხებით შესაძლოა საქართველოში საქონლის ჩემოტანა უცხო ქვეყნიდან? ის შესაძლებელია ჩამოტანილ იქნას საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვის გზით. მაგრამ ტვირთის ავია გადაზიდვა შეიძლება ძალიან ძვირადღირებული აღმოჩნდეს, საზღვაო - ძალიან ხანგრძლივი, ხოლო საავტომობილო - რისკიანი. ტრანსპორტის რომელ სახეობაზე გავჩერდეთ და როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი? ამ საკითხში დაგვეხმარება გამოცდილი ექსპედიტორი.

ჯერ განვიხილოთ, თუ ვინ არის ექსპედიტორი. ექსპედიტორობა - ეს არის ტვირთის გადაზიდვის პროცესის ორგანიზაცია. ბევრი თვლის, რომ ექსპედიტორები არიან ადამიანები, რომლებიც თან ახლავენ ტვირთს, მაგრამ ეს ასე არ არის. არსებობს ისეთი სპეციალიზაცია, როგორც ექსპედიტორი-სავაჭრო წარმომადგენელი, რომელიც არის დაკავებული ტვირთის გადაზიდვით თბილისის ან საქართველოს სხვა ქალაქების კონკრეტულ წერტილებში. სავაჭრო წარმომადგენელს, როგორც წესი, გააჩნია ხელშეკრულება რამოდენიმე ფირმასთან და ის ასაღებს მათ პროდუქციას. სპეციალისტს, რომელიც თვითონ აკეთებს ტვირთის ტრანსპორტირების ორგანიზებას, ეწოდება ექსპედიტორი-გადამზიდველი.

ექსპედიტორი

ამ სტატიაში განვიხილავთ სატრანსპორტო-საექპედიტორო კომპანიების საკითხებს, ანუ იმ ორგანიზაციების, რომლებსაც ჩამოაქვთ ტვირთები A პუნქტიდან B პუნქტში, რა მანძილზეც ერთმანეთისგან არ უნდა იყვნენ დაშორებული. საექსპედიციო კომპანიების მუშაკები არიან ფართო პროფილის სპეციალისტები: მათ განკუთვნილებაში არის ან საკუთარი ავტოპარკი, ან მოლაპარაკება რამოდენიმე სატრანსპორტო კომპანიასთან.

ექსპედიტორები კარგად ერკვევიან სხვადასხვა სახეობის ტრანსპორტით ტვირთების გადაზიდვის დადებით და უარყოფით მხარეებში და აქედან გამომდინარე გეგმავენ ჩამოტანას.

რას აკეთებს ექსპედიტორი?

ირჩევს სატრანსპორტო საშუალების ყველაზე ოპტიმალურ სახეობას. დღესდღეობით დიდი პოპულარობით სარგებლობენ მულტიმოდალური გადაზიდვები ფოთისა და ბათუმის პორტების მეშვეობით, რომლებიც გულისხმობენ სხვადასხვა სახეობის ტრანსპორტის გამოყენებას, მაგალითად, თავიდან ტვირთი გაიგზავნება ზღვით, შემდეგ კი ხდება მისი საავტომობილო ტრანსპორტით ჩამოტანა.

ამასთანავე დაცული უნდა იქნას გადაზიდვის ვადები. ექსპედიტორი კარგად ერკვევა სხვადასხვა სახის ტრანსპორტით ტვირთის სხვადასხვა მარშრუტით გადაზიდვის დროის ჩარჩოებში. ამიტომ მას შეუძლია ოპტიმალურად დაგეგმოს ტვირთის გადაადგილება.

სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანია არის დაინტერესებული იმაში, რომ ჩამოიტანოს ტვირთი დანიშნულ ადგილას დაუზიანებლად. ამიტომაც ტვირთის დაზღვევას, ჩამოტვირთვას და დატვირთვას ასევე ახორციელებს საექსპედიტორო ფირმა. თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ თქვენი ტვირთის ადგილმდებარეობას, საექსპედიტორო კომპანია ამ ინფორმაციას წარუდგენს კლიენტებს, და თქვენ ყოველთვის იქნებით კურსში, სად და რა მდგომარეობაში იმყოფება თქვენი ტვირთი.

ექსპედიტორი.

გარდა ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებისა და კონტროლის, ექსპედიტორი ეხმარება ყველა სატრანსპორტო და საბაჟო დოკუმენტების გაფორმებაში. საბაჟო დოკუმენტაციით არიან დაკავებული სპეციალისტები, რომლებსაც გააჩნიათ საბაჟო ბროკერად მუშაობის დიდი გამოცდილება.

კარგი საექსპედიტორო კომპანიის გამორჩეულ თვისებას წარმოადგენს არა მარტო ტვირთის ოპერატიული ჩამოტანა ერთი წერტილიდან მეორეში, მათ შეუძლიათ კლიენტების დახმარება ლოჯისტიკის სფეროში სტრატეგიული საკითხების გადაჭრაში. მაგალითად, კლიენტს სურს რომელიმე გზით გადაზიდვის ვადების დაჩქარება ან საფასურის შემცირება, და საექსპედიტორო კომპანიას შეუძლია გააკეთოს ყველა შესაძლო ხერხის ანალიზი და შესთავაზოს კლიენტს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტები.

რა წარმოადგენს საექსპედიტორო კომპანიის უპირატესობას პირდაპირ გადამზიდავთან შედარებით?

ექსპედიტორი თავისი არსით წარმოადგენს შუამდგომელს საერთაშორისო გადაზიდვებში, რადგან ხშირად ახორციელებს ჩამოტანის ორგანიზებას სხვა სატრანსპორტო კომპანიების სატრანსპორტო საშუალებებით.

უმეტეს შემთხვევაში ექსპედიტორებს გააჩნიათ მოლაპარაკება სხვადასხვა გადამზიდ კომპანიებთან და ტვირთმფლობელებთან, რაც სატრანსპორტო პროცესის ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა (გადაზიდვის საფასურის შემცირება, სატრანსპორტო საშუალების ოპერატიულად შოვნა, მანქანების ექსპორტით უკუ-დატვირთვის ორგანიზება). ამასთანავე ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ აცილებულ იქნას გადამზიდველებისთვის წამგებიანი ცარიელი გარბენები ან სატრანსპორტო საშუალებების გაცდენა. ექსპედიტორს გააჩნია ინფორმაციის დიდი რაოდენობა, რომლითაც ის ოპერირებს. ის ქირაობს იმ ტრანსპორტს, რომელიც განლაგებულია რაც შეიძლება ახლოს დატვირთვის ადგილთან, რის წყალობითაც მცირდება სატრანსპორტო დანახარჯები. ექსპედიტორებს გააჩნიათ ძალზედ მიმზიდველი ფასდაკლებები სატრანსპორტო კომპანიებისგან, რადგან ისინი წარმოადგენენ გადამზიდი კომპანიების ყველაზე მსხვილ დამკვეთებს. ეს აძლევს კლიენტებს საშუალებას შეკვეთონ ტვირთის გადაზიდვა უფრო დაბალ ფასად და უფრო მაღალი ოპერატიულობით, ვიდრე სატრანსპორტო კომპანიის მფლობელთან პირდაპირი მუშაობისას. კომპანია F.S. Mackenzie წარმოადგენს საექსპედიტორო კომპანიას, რომელიც ახორციელებს ყველა სახის საერთაშორისო გადაზიდვას და მზად არის უზრუნველყოს თავისი კლიენტები მხოლოდ ყველაზე ეფექტური და თანამედროვე ლოჯისტიკური გადაწყვეტილებებით.

დაგვიკავშირდით და ჩვენ დეტალურად აგიხსნით ჩვენი შესაძლებლობების შესახებ:

Valentina Ivanova, F.S. Mackenzie - Georgia

sales@lcl-georgia.com

+995 599 089 911