საბაჟო დეკლარაცია

რისთვის საჭიროა საბაჟო დეკლარაცია

საბაჟო დეკლარაცია წარმოადგენს აუცილებელ დოკუმენტს საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური საქონლის იმპორტის დროს.

მიუხედავად იმისა, რომ ტვირთების განბაჟება საქართველოში მარტივი პროცედურაა, ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო გავამარტივოთ ის იმის წყალობით, რომ საბაჟო დეკლარაციის გაფორმებასთან დაკავშირებულ ყველა ხლაფორთს და ყველა საბუთის მომზადება-შეკრებას ავიღებთ ჩვენს თავზე.

ჩვენი კომპანია უკვე მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვებს და ხელშეწყობას ტვირთების საბაჟო გაფორმებაში. ჩვენი კომპანიის შტატში მუშაობენ არა მარტო გადაზიდვის მენეჯერები, არამედ პროფესიონალური სპეციალისტები - საბაჟო ბროკერები, რომლებიც ახორციელებენ საბროკერო მომსახურებას ჩვენი კომპანიის კლიენტებისთვის.

საბაჟო დეკლარაციის გაფორმების თავისებურებანი

საზღვაო ტრანსპორტი

კომპანია, რომელიც ახორციელებს საქონლის იმპორტს, ანდა მის მიერ უფლებამოსილი პირები (მაგალითად, ჩვენი საბაჟო ბროკერი), ვალდებულები არიან წარმოადგინონ საბაჟო განყოფილებაში საბაჟო დეკლარაცია ტვირთზე 2 სამუშაო დღის განმავლობაში საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაგზავნიდან. საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმებისთვის შესაძლოა გამოყენებულ იქნას საბაჟო დეკლარაციების შემდეგი სახეობები:

სატვირთო საბაჟო დეკლარაცია

საბაჟო დეკლარაცია ფიზიკურ პირზე

საფოსტო საბაჟო დეკლარაცია

სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაცია

გარდა საბაჟო დეკლარაციისა, იმპორტიორი (ან მისი წარმომადგენელი) ასევე უნდა წარადგინონ:

• AWB (საავიაციო ზედნადები), CMR (საერთაშორისო სასაქონლო-სატრაბსპორტო ზედნადები საავტომობილო გადაზიდვისას) ან BOL (საზღვაო კონოსამენტი);

• Packing List (შესაფუთი ფურცელი სატვირთო პარტიაზე)

• Shipping Invoice (CIF Tbilisi) – ანგარიში გადაზიდვაზე, CIF Tbilisi მიტანის პირობით

• Power of attorney - მინდობილობა ტვირთმფლობელისაგან

• Certificate of Origin - საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი

• Certificate of Fumigation – ფუმიგაციური სერტიფიკატი ხის შეფუთვაზე

• Phytosanitary Certificate – ფიტოსანიტარული სერტიფიკატი, საჭიროების შემთხვევაში

• Health Certificate – ჯანმრთელობის უსაფრთხოების სერტიფიკატი

• Radiation Certificate – რადიაციული სერტიფიკატი

• Certificate of Non-GMO – სერტიფიკატი გენმოდიფიცირებული მასალის არარსებობაზე

• Import Permission (Plant protection) – შეტანის ნებართვა

• Weight, Quality, Packing Certificate - დამატებითი სერტიფიკატები, ასევე ინფორმაცია საქონელზე.

ჩვენ კომპანიას გააჩნია საქონლის სხვადასხვა კატეგორიების განბაჟების უდიდესი გამოცდილება და ვუწევთ პროფესიონალურ და იაფიან მომსახურებას ჩვენს კლიენტებს. დაგვიკავშირდით და ჩვენ გაგიწევთ უფასო კონსულტაციას.

დაგვიკავშირდით და ჩვენ დეტალურად აგიხსნით ჩვენი შესაძლებლობების შესახებ:

Valentina Ivanova, F.S. Mackenzie - Georgia

sales@lcl-georgia.com

+995 599 089 911